სამთავრობო საათი პარლამენტში 16:00 საათზე დაიწყება. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას ცნობით, მთავრობის წარმომადგენლებს კითხვას დაუსვამენ პრეზიდენტის ოჯახის წევრების და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირთა კორუფციული საქმიანობაზე, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე, ასევე, სოფო ნიკოლაშვილისა და სოლომონ ქიმერიძის საქმეებზე.
