სოციალური ქსელი სნეპჩეტი მორიგ სკანდალში გაეხვა

სოციალური ქსელის, “სნეპჩეტის” ათასობით მომხმარებელი ორგანიზაციას რასიზმში ადანაშაულებს. მომხმარებელთა ნაწილის უკმაყოფილება აპლიკაციის ახალმა ფილტრმა გამოიწვია, რომელსაც “ყვითელი სახე” ჰქვია. ფილტრის საშუალებით მომხმარებლების ფოტოს კარიკატურად ქცევაა შესაძლებელი. მომხმარებელთა აზრით, ამგვარი სიახლე აზიელებზე სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს.

 

@Snapchat what the HELL is up with this yellow face filter? Racist filters are not cute. Wtf are you doing? Deleting pic.twitter.com/MABZ5iDZkn

— Tasting with Tansu (@TansuPhilip) 9 August 2016

ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ “სნეპჩეტმა” აღნიშნული ფილტრი წაშალა და განაცხადა, რომ მათი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა და ფილტრი იაპონური ანიმაციის, “ანიმეს” შთაგონებით შექმნეს. ორგანიზაცია რასიზმში აპრილშიც დაადანაშაულეს, როცა “სნეპჩეტმა” მომხმარებელს ე.წ. “შავი სახის” ფილტრი შესთავაზა. მაშინაც ახლმა ფილტრმა მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია. სნეპჩეტი  2011 წელს გაჩნდა  და ის ადამიანები იყენებენ, ვისთვისაც კონფიდენციალურობაა მნიშვნელოვანი, — უმეტესად თინეიჯერები. სნეფჩეტში ტექსტური შეტყობინებები მაშინვე უჩინარდება, როგორც კი ადრესატი წაიკითხავს, ე.წ. პოსტები კი 24 საათში ქრება. აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს სხვადასხვა ფილტრით გადაღებული ფოტოებიც გაგზავნოს.  

Hey @Snapchat. As long as you’re being SUPER RACIST, any plans for a Blackface filter? https://t.co/EfzQZa4d1l — Brianna Wu (@Spacekatgal) 10 August 2016