დღეს, 10 აგვისტოს, ყვარლის მუნიციპლიტეტის სოფელ შაქრიანში 2 დღის წინ გაუჩინარებული ქალი ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, გარდაცვილი დღეს დილით პოლიციამ იპოვა. ქვევრს თავი დახურული ჰქონდა, ხოლო ლოგინი არის დამწვარი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *