მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალაქ ტულუზაში სერჟენ ვიგნეს ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ შენობას აფარებს თავს. როგორც ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ გუშინ, გვიან ღამით მიმდებარე ტერიტორიაზე ისმოდა სროლის ხმა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენლის, ფრანსუა მოლინის განცხადებით, დაახლოებით ღამის 3:30 საათზე მან ცეცხლი გაუხსნა პოლიციას, როდესაც ისინი ცდილობდნენ მისი ბინის კარის შემტვრევას. სროლის შედეგად დაიჭრა ორი ფრანგი ოფიცერი.
მისივე თქმით, პოლიცია ყველანაირად ცდილობს, რომ ეჭვმიტანილი ცოცხლად აიყვანონ.
” რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ დავიჭიროთ ცოცხალი და შემდეგ გადავცეთ მართლმსაჯულებას. ვიცით მისი მოტივაცია და იმედი გვაქვს, ასევე გამოვარკვევთ, ვინ იყო მისი თანამზრახველი, თუ რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი”, – დასძინა მან.
საფრანგეთის სამართალდამცავი სტრუქტურების განცხადებით, 23 წლის ეჭვმიტანილს, რომელიც საფრანგეთში სწავლობს, მიმოსვლა ჰქონდა ავღანეთში და ტერორისტულ დაჯგუფება “ალ–ქაიდასთან”არის დაკავშირებული.
