ახალი ამბები

ქორწინების შესახებ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფი დღეს პრეზიდენტს შეხვდება

9 აგვისტო, 2016 • 2693
ქორწინების შესახებ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფი დღეს პრეზიდენტს შეხვდება

ქორწინების შესახებ რეფრენდუმის საინიციატივო ჯგუფის წევრები: სანდრო ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე და ზვიად ტომარაძე რეფერენდუმის დანიშვნის საკითხზე პრეზიდენტს 9 აგვისტოს, 17:00 საათზე შეხვდებიან.

ცესკომ 30 ივლისს განაცხადა, რომ საინიციატივი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალები აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რეფერენდუმის მოწყობის შესახებ მოთხოვნა პრეზიდენტს გადაუგზავნეს. გიორგი მარგველაშვილმა დოკუმენტების მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს, დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს.

სარეფერენდუმო წონადადება შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“. ეს წინადადება რეგისტრაციაში ცესკომ 12 ივნისს გაატარა. საინიციატივო ჯგუფმა ორასი ათასზე მეტი ხელმოწერის მოგროვება შეძლო.

“გვსურს მოვისმონით პრეზიდენტის პასუხი, ნიშნავს თუ არა რეფერენდუმს, იქნება ის ქართველი ერის და საქართელოს მოსახლეობის მხარეზე, თუ დაემორჩილება სოროსის, ნაციონალური მოძრაობის, გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილის შანტაჟს და მოთხოვნას. ეს იქნება ერთგვარი ტესტი, ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც შესაძლებელია, რომ ახალ პოლიტიკურ პროცესებს დაუდოს საფუძველი,”- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი