კონფლიქტის ხაზთან დაკავებული ალექსანდრე შევერდაშვილი ნაცემია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრე შევერდაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდა, ნაცემია.

“ჩვენი ინფორმაციით, ალექსანდრე შევერდაშვილს დაკავების დროს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს .მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა, რის შემდეგაც აღნიშნულ ფაქტს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ყველა იმ ფორმატის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ”, – აცხადებენ სუს-ში.

ალექსანდრე შევერდაშვილი გორის ცენტრალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი გაწერეს.

ალექსანდრე შევერდაშვილი სოფელს ქვეშის მიმდებარედ 4 აგვისტოს დააკავეს რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.