როგორც “ნეტგაზეთს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესამსახურის უფროსმა ნეტგაზეთს განუცხადა, ბევრი მსურველის გამო სერვერი გადაიტვირთა და აღნიშნული პრობლემა სწორედ ამიტომ წარმოიშვა. ნინო პოტრჟებსკაიას განცხადებით, პრობლემა ნახევარ საათში აღმოიფხვრება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგისტრაცია 3 000-მა სტუდენტმა გაიარა, ხოლო რეგისტრაციას 11 000 სტუდენტი გადის.
გარდა ამისა, შეფერხებით მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტიც, პოტრჟებსკაია ამ შეფერხებასაც სტუდენტურ სამუშაოზე რეგისტრაციის დაწყებას უკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ბაკალავრიატის იმ სტუდენტებს, ვისაც სურვილი ექნებათ, 2012 წლის ზაფხულის არდადეგებზე სტუდენტური დასაქმების ერთთვიან პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ, 20 მარტის დილის 10 საათიდან, დასწრების პრინციპით, ელექტრონულ მისამართზე www.summerjob.ge უნდა დარეგისტრირდნენ.
დაახლოებით 90 ათასი სტუდენტიდან დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ 25 ათასი მოასწრებს.
დარეგისტირების ვადები ოფიციალურად 20 მარტიდან 20 აპრილამდე განისაზღვრა.
