საქართველოში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1 აგვისტროს საქართველოს ოფიციალური ვიზიტის სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ეწვევა.

ნალბანდიანის საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება. შეხვედრებზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ასევე პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. ​