NDI: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მთავარი დაბრკოლება ამომრჩევლების მოსყიდვაა

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, თავისუფალ და სამართლიან არჩევნების ჩატარებას ყველაზე მეტად ამომრჩევლის მოსყიდვა უშლის ხელს.

კითხვაზე, რა არის, თუ საერთოდ არის ასეთი, სამი უმთავრესი დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საქართველოში, ასეთი შედეგი დაფიქსირდა:

 

 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გააცნეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევის ცდომილება +/- 2%-ია.