
საქართველოს გაზსატრანსპორტო კომპანიამ ჯერ კიდევ პარასკევს, 9 მარტს, ოფიციალურად გააფრთხილა მხარეები, რომ მაგისტრალურ გაზსადენზე აღდგენითი სამუშაოების გამო სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება.
როგორც ქართული მხარე აცხადებს, გაზსადენი თბილისის მახლობლად მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა.
წინასწარი ინფორმაციით, სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოს გავლით 12 ან 13 მარტს აღდგება.
