ISFED: ჩნდება ეჭვი, რომ სოციალური პროექტების ზრდა საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 26 ივლისს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა არჩევნებს უკავშირდებოდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ცვლილებები, რომლითაც იზრდება სოციალური პროექტების მოცულობა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში აკრძალულია  ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

ამავე პერიოდში იკრძალება სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, თუ ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე.  აგრეთვე, ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით.

“საბიუჯეტო ცვლილების 60-დღიანი აკრძალვის მოახლოებასთან ერთად, რიგ მუნიციპალიტეტში შეინიშნება ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილება და თანხების მიმართვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ. მართალია, მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ პროექტებში პარტიული სიმბოლიკა და პირდაპირი აგიტაცია არ შეინიშნება, თუმცა გააქტიურებული სოციალური კამპანიები და ბიუჯეტის თანხების მობილიზება სოციალური პროექტების ირგვლივ აჩენს ეჭვს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინიცირებული ან გაზრდილი სოციალური პროექტები საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება“, – აცხადებს “სამართლიანი არჩევნები”.

ორგანიზაციის ანგარიშში რამდენიმე კონკრეტული მაგალითია გამოყოფილი:

“სამართლიანი არჩევნების” მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში, ასევე, საუბარია, პოლიტიკური ნიშნით შესაძლო გათავისუფლების, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის, საარჩევნო აგიტაციაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის და სხვა ფაქტებზე.