გერმანიის პოლიცია: თავდამსხმელს აშკარა კავშირი ჰქონდა ანდრეს ბრეივიკთან

გერმანიის პოლიციამ 23 ივლისს გამართულ ბრიფინგზე მიუნხენის სავაჭრო ცენტრში განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილის მოტივზე ისაუბრა. პოლიციის ინფორმაციით, მკვლელი შეპყრობილი იყო მასობრივი სროლებით და მას კავშირი არ ჰქონდა ე.წ. ილსამურ სახელმწიფოსთან.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, 18 წლის თავდამსხმელის ოთახის ჩხრეკისას აღმოაჩინეს გაზეთის ნაჭრები შეტაკებების შესახებ და სტატია, სათაურით – “რატომ კლავენ სტუდენტები?”. პოლიციის ცნობით, მას ასევე ჰქონდა 9-მილიმეტრიანი გლოკის პისტოლეტი და 300 ტყვია.

გერმანიის პოლიცია აცხადებს, თავდამსხმელს აშკარა კავშირი ჰქონდა ნორვეგიელ მკვლელთან, ანდრეს ბერინგ ბრეივიკთან. პოლიციამ 18 წლის პირის ოთახის დათვალიერებისას იპოვა წერილობითი მასალა თავდასხმებზე.

გერმანიის პოლიცია: მიუნხენელ შეიარაღებულ პირს კავშირი ჰქონდა ნორვეგიელ მკვლელ ანდრეს ბრეივიკთან. ფოტო: AFP

გერმანიის პოლიცია: მიუნხენელ შეიარაღებულ პირს კავშირი ჰქონდა ნორვეგიელ მკვლელ ანდრეს ბრეივიკთან. ფოტო: AFP

პოლიცია ასევე იძიებს იმ ფაქტს, რომ დამნაშავეს შესაძლოა მსხვერპლი “ფეისბუქის” მოწვევის საშუალებით ერთ-ერთ რესტორანში შეეტყუებინა. პოლიციის მტკიცებით, თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში გოგონას სახელით გააკეთა ყალბი ანგარიში, რომლითაც ხალხს “მაკდონალდსის” რესტორანში იწვევდა, სადაც საბოლოოდ თავდასხმა მოაწყო.

გერმანიის პოლიცია 23 ივლისის ღამეს მასშტაბურ ძებნის ოპერაციას ახორციელებდა. საგანგებო ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

22 ივლისს გერმანიის ქალაქ მიუნხენის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად:

ბიბისის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. მოქალაქეები 23 ივლისს ყვავილებით და სანთლებით მივიდნენ სავაჭრო ცენტრში, სადაც თავდასხმა მოხდა.