პუტინმა პროხოროვს თანამშრომლობა შეთავაზა

ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემით, საპრეზიდენტო არჩვნებში გაიმარჯვა, მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, მიხეილ პროხოროვის პარტიასთან, თუკი ის მას შექმნის.

“ვფიქრობ, თუ თქვენს გეგმას განახორციელებთ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული დიალოგის საფუძველი,”-განაცხადა პუტინმა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან შეხვედრის დროს.

მილიარდერმა მიხეილ პროხოროვმა კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის მართლაც გეგმავს პარტიის შექმნას, რათა შემდეგ არჩვნებში კვლავ მიიღოს მონაწილეობა.