საქართველოს პროფკავშიერებმა „მოქმედების დღე“ პარლამენტის წინ ლოკალური აქციით აღნიშნეს და სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. პროფკავშირებმა ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსი და არსებული სოციალური უსამართლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს:
„საქართველოს ხელისუფლების გაუმართლებლად ხისტი დამოკიდებულება შრომის კოდექსის ცვლილებისადმი აქტუალობას არ უკარგავს პრობლემებს, რომელიც 21–ე საუკუნის საქართველოს სამარცხვინო ლაქად დაჰყვება: 8–საათიანი სამუშაო დღის არარსებობა; სამსახურებიდან ადამიანების დაუსაბუთებელი დათხოვნა; როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, დამამცირებელი მოკლევადიანი კონტრაქტების არსებობა; აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა; დაუფასებელი შრომა მძიმე, მავნე და ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის მქონე პირობებში; შრომის უსაფრთხოების პირობების უგულვებელყოფა; მცირე და უსამართლო დეკრეტული შვებულებები; უმუშვერობის კომპენსაციის არარსებობა; რეალურ ინფლაციასთან შეუფერებელი ხელფასები, პენსიები, შემწეობები; ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტური მონაპოვრის – ასოციაციის თავისუფლების ხელყოფა“ – ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებში.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 235 824 წევრს და 4668 პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას ითვლის. მისი წევრია 19 დარგობრივი პრფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია.
