ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში ტერორიზმის საფრთხის “წითელი”, ყველაზე მაღალი დონე ამოქმედდა, ამ ინფორმაციას რია ნოვოსტი ქალაქის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
როიტერის ცნობით, ალმა-ატის ცენტრში თავდასხმის შედეგად მოკლულია ორი პოლიციელი. როიტერისვე ცნობით, თვითმხილველების განცხადებით, სროლა ქალქის რამდენიმე ადგილზე ისმოდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლები ისმოდა შსს-ს ალმა-ატის რაიონული განყოფილების შენობასთან, ქალაქის ცენტრში. ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაცია. საავადმყოფოში გადაყვანილია ხუთი ადამიანი.
