AFP: ნიცის ტერაქტის უკან IS დგას – დაკავებულია 4 პირი

“ფრანც პრესის” ინფორმაციით, ნიცაში 15 ივნისს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. BBC-ის ცნობით, გუშინ ტერორისტულ აქტთან კავშირში მყოფი 1 პირი დააკავა, დღეს დილით კი, კიდევ 3.

#BREAKING IS claims Nice massacre: jihadist-linked agency

— AFP news agency (@AFP) July 16, 2016

14 ივლისს ნიცის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები საფრანგეთის ნაციონალურ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღიშნავდნენ. სწორედ ხალხით სავსე ქუჩაში გაიარა სატვირთო ავტომობილმა, რასაც 84 ადამიანი შეეწირა, 100 კი დაშავდა. სატვირთოს მძღოლი პოლლიციამ ადგილზე მოკლა.