ოპოზიციური პარტიები თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას მხარს არ უჭერენ

ორი ძლიერი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ თურქეთში სამხედროების ჯგუფის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას მხარს არ უჭერს. hurriyet daily news-ის ინფორმაციით, ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერმა დევლეთ ბაჩელიმ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს დაურეკა და გამოხატა მხარდაჭერა დემოკრატიისა და მოსახლეობის თავისუფალი ნებისადმი.

“ეს ქვეყანა ბევჯერ დაზარალდა გადატრიალებების გამო. არ გვსურს, რომ ეს სირთულეები განმეორდეს”, – განაცხადა რესპუბლიკელი ხალხის პარტიის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ. მან წერილობით განცხადება გაავრცელა და დემოკრატიისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა.

სამხედრო ჯგუფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დღეს დაიწყო, თუმცა, ბოლო მონაცემებით, გადატრიალება არ შედგა.