სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში – ჯავშანტექნიკა ანკარასა და სტამბულში

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მიმდინარობს სამხედრო გადატრიალების მცდელობა. მან მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

პრემიერის თქმით, სამხედროების ნაწილი უკანონოდ ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. “ტელეგრაფის” ცნობით, თურქეთში დაიბლოკა ტვიტერი, ფეისბუკი და იუთუბი.

თურქეთის მთავრობის განცხადებით, ძალაუფლებას ინარჩუნებენ:

ძალაუფლებას კვლავ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა ინარჩუნებს. მთავრობა წავა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას ხალხი იტყვის,”- ამბობს ილდირიმი.

მძიმე სამხედრო ტექნიკა არის შეყვანილი სტამბულსა და ანკარაში, უცხოური მედიის ცნობით, ანკარაში ისმოდა სროლაც.

სტამბულში ჯარის მიერ ბლოკირებულია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ორივე ხიდი. დახურულია ათათურქის აეროპორტი, რომელთანაც ასევე დგანან ტანკები.

Turkish tanks supposedly at Istanbul Ataturk Airport. pic.twitter.com/xFHJeyFnW2 https://t.co/jbmUGZbNYY

— Patrick Megahan (@PatMegahan) July 15, 2016