აჯანყებულები აცხადებენ, რომ მთელ თურქეთზე დაამყარეს კონტროლი

“როიტერის” ცნობით, აჯანყებული სამხედროები აცხადებენ, რომ მთელ თურქეთზე დაამყარეს კონტროლი, პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალება არ მომხდარა.

 

სროლის ხმა ისმოდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პარასკევს, ადგილობრივი დროით 9 საათზე. “როიტერს” თვითმხილველმა განუცხადა, რომ ქალაქში სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები გამოჩნდნენ. ქალაქში მოძრაობს მძიმე ჯავშანტექნიკა. ბოსფორის სრუტეზე დაკეტილია ხიდები.

Istanbul Ataturk Airport. pic.twitter.com/qffb7xAflh

— Gilgo (@agirecudi) July 15, 2016

İSTANBUL-BAYRAMPAŞA ŞUAN pic.twitter.com/AhjuOTA5Kl — HZ. ENES (@Ayyinemikeder) July 15, 2016

 

შენიშვნა: ნიუსის თავდაპირველ სათაურში ეწერა, რომ “თავდაცვის სამინისტრო: კონსტიტუციური წესრიგი აღადგენილია”. დაშვებული ფაქტობრივი შეცდომისთვის “ნეტგაზეთი” ბოდიშს იხდის.