სატვირთოს მძღოლი, რომელმაც ნიცაში ტერორისტული თავდასხმა განახორციელა, მოკლულია

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც ნიცაში ხალხში შევარდა და 70-ადამიანზე მეტი დახოცა, მოკლულია.

“პირი, რომელიც სატვირთო ავტომობილს მართავდა, განეიტრალებულია. გამოძიება დაადგენს, მოქმედებდა თუ არა მარტო,”- წერს სამინისტრო ტვიტერზე.

.@PHBrandet (porte-parole) : l’individu qui conduisait le camion a été neutralisé. L’enquête déterminera s’il a agi seul #Nice

— Ministère Intérieur (@Place_Beauvau) July 14, 2016

14 ივლისს ნიცის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები საფრანგეთის ნაციონალურ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღიშნავდნენ. სწორედ ხალხით სავსე ქუჩაში გაიარა სატვირთო ავტომობილმა, რასაც 70 ადამიანზე მეტი შეეწირა, 100 კი დაშავდა.