საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი მოქმედებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში 14 ივლისს ღამით ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ნიცაში, როდესაც ადამიანები ქუჩაში ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ, სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა და ათეულობით ადამიანი მოკლა. “გარდიანის” ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია.

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! დღეს, 14 ივლისს, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, შეგახსენებთ საელჩოში მოქმედი ცხელი ხაზის ნომერს +33 7 83 31 86 89. ასევე გთხოვთ, გვაცნობოთ, თუ ფლობთ ინფორმაციას დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ,”- აცხადებს საქართველოს საელჩო საფრანგეთში.