წითელი ჯვარი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

წითელი ჯვარი სირიის ოპოზიციასა და ხელისუფლებას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რათა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ საკვებისა და სამედიცინო ინვენტარის მიტანა შეძლოს ქალაქ ჰომსში და სხვა ადგილებში.

ICRC–ის სპიკერის, ბიჟან ფამოუნდის განცხადებით, მოლქაპარაკებები ამ დროისთვის მიმდინარეობს:

“ჩვენ ვიყავით სირიაში, იქ რამდენიმე ქალაქშიც შევაღწიეთ, მათ შორის, ჰომსში. ჰუმანიტარული დახმარების ადამიანებამდე მისატანად ძალიან მნიშვნელოვანია, ცეცხლი შეწყდეს”.

ორშაბათს 18 ადამიანი დაიღუპა სირიაში,  მათ შორის, ცამმეტი ქალაქ ჰომსში. ქალაქ ალეპოში, უნივერსიტეტთან,  სამხედრო ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად. ოპოზიციის  განცხადებით, არეულობის დაწყების შემდეგ სირიაში 9000 ადამიანი დაიღუპა. სირიის მთავრობის განცხადებით კი, არეულობას 2000 სამართლადამცველი ემსხვერპლა.