“ხვალ ქარი შედარებით ნაკლები ინტენსივობის იქნება, დღის მეორე ნახევარში თანდათანობით შესუსტდება. ხვალვე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევარში ველოდებით თოვლს. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან ითოვებს, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი,”-განმარტავენ სააგენტოში.
რაც შეეხება შემდეგ დღეებს, სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 21 თებერვლიდან გამოიდარებს და მთელ საქართველოში ტემპერატურა 0– დან 5 გრადუსის ფარგლებში იქნება.
