თბილისში არსებული ავარიული შენობებიდან 2004-11 წლებში მერიის მიერ 1744 ოჯახი იქნა გამოსახლებული, თბილისის მერიამ კი მათგან მხოლოდ 402 ოჯახის საცხოვრებლის პრობლემა მოაგვარა.
საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ (IDFI) თბილისის მერიისგან ავარიული შენობებიდან გამოსახლებული ოჯახების რაოდენობა ყოველი წლის მიხედვით გამოითხოვა, ასევე, ყოველი წლის მიხედვით გამოსახლებული ოჯახების რა რაოდენობა იქნა ახალი ბინით დაკმაყოფილებული და ამ მომენტისთვის თბილისში არსებული ავარიული შენობების სრული რაოდენობა.
მერიის პასუხი მხოლოდ ჯამურ ციფრებს წარმოადგენს და მასში არ არის ამჟამინდელი სტატისტიკა თბილისში არსებული ავარიული შენობების შესახებ.
