ძლიერმა წვიმამ სოხუმის ქუჩები დატბორა

სოხუმში 7-8 ივლისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაიტბორა სოხუმის რამდენიმე ქუჩა, ბოსტნები, სკოლების ეზოები, ცენტრალური გზატკეცილის ნაწილი.

სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ქალაქში ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სოხუმი, 08. 07. 2016.

სოხუმი, 08. 07. 2016.