პეტრიაშვილი ამბობს, რომ მასზე თავდასხმა პოლიტიკური ანგარისწორება არ იყო

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა 7 ივნისს განაცხადა, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იყო.

ალექსი პეტრიაშვილს 2016 წლის 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

7 მარტს პოლიციამ ბორჯომში ლევან მექვაბიშვილი დააკავა, რომელსაც პოლიტიკოსზე თავდასხმა ედება ბრალად.

საქმეს თბილისის საქალაქო  სასამართლო იხილავს. სასამართლომ დღეს დაზარალებული ალექსი პეტრიაშვილი დაკითხა.

მე მოვახსენე მოსამართლეს, რომ ორი პიროვნებისგან განხორციელდა თავდასხმა. არც ერთ ამ პირთან მანამდე არანაირი კონფლიქტი, დაპირისპირება არ მქონია და არც მინახავს”, – განუცხადა დაკითხვის შემდეგ პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს.

პეტრიაშვილმა დასძინა:  “ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება”.

პროკურორმა განაცხადა, რომ თავდამსხმელებს პირადი მიზნები ჰქონდათ. “კონკრეტული მიზეზების დასახელება არ შემიძლია”, – განაცხადა მან.

შსს–მ  პეტრიაშვილზე თავდასხმის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პეტრიაშვილი და “თავისუფალი დემოკრატები” მუხლის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაწყებას ითხოვდნენ. გამოძიებას მუხლი არ შეუცვლია, თუმცა ის დაამძიმა – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით