დღეს, 6 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოსა და აშშ-ს შორის თავაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ხელმოწერა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცაში გაიმართა.

“ხელი მოვაწერეთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს, საქართველოსა და აშშ-ს შორის სთავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს. მემორანდუმი ქმნის პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომელიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის,”- განაცხადა გიორგი  კვირიკაშვილმა ხელმოწერის შემდეგ.

ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *