საქართველოს რკინიგზის მიერ 2016 წელს შეძენილი Stadler Kiss-ის ორსართულიანი მატარებელი საქართველოში შემოვიდა. შესაბამისი ვიდეო ფეისბუკზე თემურ სილაგაძემ გამოაქვეყნა.
„საქართველოს რკინიგზამ“ ოთხი ორსართულიანი ელექტრომეტარებელი გამარტივებული შესყიდვის წესით კომპანია „Stadler Bussnang AG“-ისგან 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენა. შესაბამისი ნებართვა „საქართველოს რკინიგზას“ საქართველოს მთავრობამ მისცა, ხოლო სს „საპარტნიორო ფონდს“ დაევალა უზრუნველყოს „რკინიგზის“ მიერ აღნიშნული შესყიდვის განხორციელება „Stadler Bussnang AG“-სთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით, 45 188 920 აშშ დოლარის ფარგლებში.
მატარებელი თბილისი-ბათუმის მიმართულებით სავარაუდოდ ივლისიდან იმოძრავებს და მგზავრების გაზრდილ ნაკადს მოემსახურება. საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსის თქმით, ბილეთის ფასი უცვლელი დარჩება.