“რესპუბლიკელები” საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ქალბატონ ნათია მოგელაძისთვის მიწერილ წერილში აცხადებენ, რომ “რესპუბლიკური პარტია” 2011 წლის ფინანსური ანგარიშბრუნვის თაობაზე ინფორმაციის თანდართული ფორმის მიხედვით არ და ვერ წარმოუდგენს კონტროლის პალატას.
“ქალბატონო ნათია,
2012 წლის 8 თებერვალს მივიღეთ თქვენი 2012 წლის 8 თებერვლის #263/57 წერილი, რომლითაც რესპუბლიკური პარტიისგან 3 დღის ვადაში ითხოვთ არასამეწარმეო იურიდიული პირის “რესპუბლიკური ინსტიტუტის” 2011 წლის ფინანსური ანგარიშბრუნვის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენას თანდართული ფორმის მიხედვით.
გაცნობებთ, რომ რესპუბლიკურ პარტია არ და ვერ წარმოგიდგენთ მოთხოვნილ ინფორმაციას შემდეგ გარემოებათა გამო:
a) ამგვარი ვალდებულება პარტიისთვის ძალაში შევიდა 2011 წლის 30 დეკემბერიდან. ამას თქვენ თავადვე ადასტურებთ ჩვენთვის გამოგზავნილ წინა წერილში (#233/57, 23 თებერვალი 2012), სადაც აღნიშნავთ, რომ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში 2011 წლის 28 დეკემბერს შესული ცვლილებები არ ვრცელდება მათ ძალაში შესვლამდე პერიოდზე. აღნიშნული მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული არც თქვენ მიერ დადგენილ ანგარიშგების ფორმებში.
b) რესპუბლიკური ინსტიტუტი 2011 საანგარიშო წლის განმავლობაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო “პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ან სხვაგვარად კონტროლის ქვეშ მყოფი იურიდიული პირი”, რადგანაც აღნიშნული სტატუსი კანონმა გაითვალისწინა მხოლოდ 2011 წლის 30 დეკემბრიდან (თუმცა, არც აღნიშნული თარიღის შემდეგ გამოცემულა რაიმე სამართლებრივი აქტი, რომელიც ინსტიტუტს ახალ სამართლებრივ რეჟიმში მოაქცევდა).
c) 2012 წლის 30 იანვარს მოგაწოდეთ 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდის პარტიის ფინანსური ანგარიში. ამ ანგარიშის თაობაზე პარტიის ოფიციალურ წარმომადგენელთან 2012 წლის 7 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე თქვენ არ გამოგითქვამთ რაიმე დამატებითი მოთხოვნა და ანგარიში განთავსდა თქვენს ვებ-გვერდზე.
შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა ვერ ჩაითვლება:
ამასთანავე, მომავალში რესპუბლიკური პარტიის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისთვის, გთხოვთ, მოგვაწოდოთ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიულ პირს “რესპუბლიკურ ინსტიტუტს” (ან სხვა რომელიმე იურიდიულ პირს) მიენიჭა აღნიშნული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული სტატუსი,”-ნათქვამია “რესპუბლიკელების” მიერ მიწერილ წერილში.