ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა სამიდან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ამის გამო საჭირო გახდა მეორე ტურის დანიშვნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი.

მეორე ტურში მონაწილეობს ავსტრიელი და ქართველი ვიცეპრეზიდენტები – გიგი წერეთელი და კრისტინა მუტონენი.

პირველ ტურში წერეთელმა მიიღო 85 ხმა, ხოლო მისმა კონკურენტმა- 89 ხმა.