11:00 ახალი კარდიოლოგიური კლინიკა ,,თბილისის გულის ცენტრი” გაიხსნება. ცერემონიას შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. №83/11
11:00 შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერდანაშაულის პრევენციისადმი მიძღვნილი ღონისძიება და კლიპის პრეზენტაცია გაიმართება.
მისამართი: ნოე რამიშვილის 38 (ყოფილი კახეთის გზატკეცილი)
11:00 კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში შედგება ტრანსპორტის საკითზებზე მომუშავე პლატფორმის ააიპ „HUB Georgia”-ს პრეზენტაცია.
12:00 “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარ ოფისში (აბულაძის 8) გაიმართება გიორგი ახვლედიანის ბრიფინგი.
12:00 არასამთავრობო ორგანიზაციები კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ პრესკონფერენციას გამართავენ “პანორამა თბილისის” ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის წინააღმდეგ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგენილ სარჩელთან დაკავშირებით.
13:00 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (ადმინისტრაციული კორპუსი, მე–3 სართული) საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ინიციატივით შედგება საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) და ინფორმაციული–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლების კონფერენცია სწავლების აქტუალური საკითხების შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 700–ზე მეტი პედაგოგი საქართველოს ყველა რეგიონიდან.
13.00 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცის მშენებლობას მოინახულებს და მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებს.
15:00 Rooms Hotel Tbilis-ში ‘’ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები’’ წარადგენენ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს. ამასთანავე გაიმართება პარტიის საარჩევნო სლოგანის და ახალი ლოგოტიპის პრეზენტაცია.
19:00 ოზურგეთის დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საპრემიერო სპექტაკლით „ბოშები“გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
