მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისადმი 4-პუნქტიანი მოთხოვნათა წერილით შეიმუშავეს. ისინი განსაკუთრებით ნენსკრაჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ სურთ, რომ შეწყდეს პროექტის დაფინანსების განხილვა სანამ:
ნენსკრას ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგიობრივებმა არაერთი აქცია გამართეს. მაისში გამართულ აქციაზე 8 პირი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
280 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის აგვისტოში მოაწერეს. მშენებლობას კორეული კომპანია K waters ახორციელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.
ჰესის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. ჰესის შმენებლობას საბანკო სესხის ნაწილში “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, “აზიის განვითარების ბანკი” და კორეის “ექსიმ ბანკი” მონაწისლეობენ. ჰესის გამომუშავება წელიწადში 1.2 მილიარდი კვტ/სთ იქნება.