მისი განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრეგორი კარასინის, განცხადება კიდევ ადასტურებს იმას, რომ თავიდანვე მხოლოდ პოლიტიკური წინააღმდეგობა არსებობდა ქართული პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით.
“ნიშანდობლივი განცხადებაა, რაც ირიბად იმის აღიარებს ნიშნავს, რომ ადრე ზუსტადაც რომ პოლიტიკური წინააღმდეგობა არსებობდა ამ პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ეს პროდუქცია ფართოდ იყიდებოდა და იყიდება მსოფლიო ბაზარზე, უამრავ სხვა სახელმწიფოში, მათ შორის ისეთ სახელმწიფოებში, სადაც სანიტარული მოთხოვნები უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში. რა თქმა უნდა, არავისთვის საიდუმლო არ იყო ის, რომ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანა აიკრძალა პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე. რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,” – აღნიშნა ვაშაკიძემ.
ცნობისთვის, გრეგორი კარასინმა განაცხადა, რომ არ არსებობს პოლიტიკური წინააღმდეგობა იმისთვის, რომ ქართული ღვინო და ბორჯომი დაბრუნდეს რუსეთში.