პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 25 ივნისის 22:00 საათიდან 26 ივნისის 18:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ქუჩაზე, გზის გაფართოების სამუშაოების გამო, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, ორმხრივი მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე აგვისტოს შუა რიცხვებში აღდგება.