ასევე, კულტურის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს პირობები შეიცვალოს, თუმცა არ აკონკრეტებენ, როგორ.
“არსებული სიტყვიერი შეთანხმებით საქართველოს ტერიტორიაზე ორი მეჩეთის – ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენება, ხოლო ახალციხის მეჩეთის რესტავრაცია იგეგმება, სანაცვლოდ კი თურქეთში ორ ქართულ ტაძარს უნდა ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია. შეიძლება რაღაცეები შეიცვალოს, შეიძლება იგივე დარჩეს, ანუ ზუსტად ასეთი ჩამოყალიბებული ვერსიები არ არის ცნობილი,” – აღნიშნა სამინისტროს პრესსამსახურმა.
მისივე განცხადებით, ახლო მომავალში იგეგმება თურქეთიდან წარმომადგენლების ჩამოსვლა და ინფორმაციაც მაშინ გავრცელდება, როდესაც ეს ხელშეკრულება ორ მხარეს შორის გაფორმდება.
ამავე თემაზე:
