აზერბაიჯანელი დეპუტატები ქვეყნისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით გამოდიან

დღეს აზერბაიჯანის პარლამენტის (მილი მეჯლისის) პლენალურ სხდომაზე დეპუტატებმა დააყენეს საკითხი ქვეყნისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო apa.az ავრცელებს.

დეპუტატების განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის ⅔ დღევანდელი ირანის ნაწილია, ქვეყანას უნდა ეწოდოს ჩრდილოეთ აზრბაიჯანის რესპუბლიკა.

პარლამენტის მმართველი პარტიის წევრი პარლამენტარებს კორეის გამოცდილებას შეახსენებს და მხარს უჭერს ქვეყნისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებულ შეთავაზებას.