დიდ ბრიტანეთში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომლითაც გადაწყდება, დარჩება თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება.
BBC-ის ინფორმაციით, საარჩევნო ხმის უფლება გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით 46,499,537 ადამიანს აქვს.
წინასწარი გამოკითხვებით ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა დაახლოებით თანაბარი უნდ აიყოს. ITV-ისა და დეილიმეილის ბოლო გამოკითხვით, მცირე უპირატესობა ჰქონდა ევროკავშირში დარჩენის მომხრეებს.
ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ლიდერი ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონია, ხოლო დარჩენას მხარს უჭერენ პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და ლეიბორისტები.
რეფერენდუმის შედეგები ოფიციალურად ხვალ დილას გახდება ცნობილი.