აღმაშენებლის გამზირზე ელექტროქვესადგურში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

დღეს, 22 ივნისს, დავით აღმაშენებლის გამზირის 61 ნომერში ელექტროქვესადგურში აფეთქება მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ქვესადგურში მუშაობდნენ. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის მიზეზს ადგილზე მობილიზებული პოლიცია სწავლობს.

თვითმხილველის თქმით, ცეცხლი გაუჩნდა ისეთივე მცველს (ე.წ "პერეხრანიტელს"), როგორიც ფოტოზეა გამოსახული. 22.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თვითმხილველის თქმით, ცეცხლი გაუჩნდა ისეთივე მცველს (ე.წ “პერეხრანიტელს”), როგორიც ფოტოზეა გამოსახული. 22.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ელექტროსადგური დავით აღმაშენებლის გამზირის 61 ნომერთან, სადაც აფეთქება მოხდა. 22.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ელექტროსადგური დავით აღმაშენებლის გამზირის 61 ნომერთან, სადაც აფეთქება მოხდა. 22.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია