სასამართლოში აქციის დროს დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დღეს, პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს დაკავებულთა პროცესი.

მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით, ერთ–ერთ დაკავებულს, ილია წურწუმიას, დაეკისრა ფულადი ჯარიმა – 400 ლარის ოდენობით. მოსამართლის თანაშემწის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სხვა დაკავებულების პროცესი.

დაკავებულნი არიან აქციის მონაწილეები: ზაზა სვანაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, მიშა მუმლაძე, დავით ფაცაცია, ირაკლი ბერაია და კობა ცერცვაძე.

ისინი გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომელიც პარლამენტთან “წინააღმდეგობის მოძრაობის” ორგანიზებით გაიმართა, დააკავეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) და 173-ე მუხლის (პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) დარღვევა. აღნიშნული მუხლები ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

აქციის დროს დაკავებულთა საქმეს დღესვე განიხილავს სასამართლო

გირგვლიანის მკვლელობის გამო გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ექვსი წელიწადი გირგვლიანის მკვლელობიდან