10:00 სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება კონფერენცია -„ნატოს ვარშავის სამიტი – გამოწვევები და მოლოდინები“.
10:30 საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ძიანგსის პროვინციას და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის მუშაობაში.
სემინარი ჩატარდება სასტუმროში Hotel & Preference Hualing Tbilisi
11:00 დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში, 30 დევნილ ოჯახს ბინის გასაღებებს გადასცემს.
მისამართი: თბილისი, საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“
11:00 შსს-ს აკადემიაში კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 13 უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის 200-მდე სტუდენტი. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრებიან. (მისამართი: თბილისი, გმირი კურსანტების ქ. 4)
11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლები მცხეთაში ბოლო დროს განვითრებულ მოვლენებთან და ბიზნემენ თემურ უგულავას წინააღმდეგ გამოძიბეის დაწყების მოთხოვნით გაცხადებას გააკეთებენ.
11:30 საზოგადეობრივი მაუწყებლის პრესცენტრში “ქალთა პარტია სამართლიანობის და თანასწორობისათვის” პარტიის თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს.
11:30 სააგენტო “პირველში” “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
მის.: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული
12:00 კულტურის სამინისტროში, ბათუმის საავტორო ფილმების მე-11საერთაშორისო კინოფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება. მედიასა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ფესტივალის პროგრამასა და სიახლეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი.
12.30 საზოგადეობრივი მაუწყებლის პრესცენტრში პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პრესკონფერენციას გამართავს.
12:30 პარლამენტის ბიუროს სხდომა
ქუთაისი, პარლამენტი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
12:30 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
ქუთაისი, პარლამენტი, ოთახი N306
13:00 პარლამენტის პლენარული სხდომა
ქუთაისი, პარლამენტი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
13:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა.
მის: თავისუფლების 2
20:00 ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, მხატვრის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რიგით მეორე გამოფენა გაიხსნება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
