მწუხარება და სიხარული ტულუზაში – რუსეთი VS უელსი 0:3 [ფოტო]
საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უელსის ნაკრებმა რუსეთი 3-0 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ უელსი ინგლისთან ერთად ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზეა, ხოლო რუსეთი 1 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ტურნირს გამოეთიშა. უელსელთაგან გოლები გარეტ ბეილმა, აარონ რემსიმ და ტეილორმა გაიტანეს. გთავაზობთ მატჩის ამსახველ ფოტომასალას ევროპის პრესფოტო სააგენტო ეპაზე დაყრდნობით.