ახალი ამბები

ივანიშვილი: ფარცხალაძე ჩემი მეგობარი არაა, ბერა [ივანიშვილი] მისი შვილიშვილის ნათლიაა

20 ივნისი, 2016 •
ივანიშვილი: ფარცხალაძე ჩემი მეგობარი არაა, ბერა [ივანიშვილი] მისი შვილიშვილის ნათლიაა

“თეა წულუკიანის სისუსტე არსად იკვეთება. კარგი იქნებოდა, რომ გამოძიება ეწარმოებინათ თავის დროზე”, – ასე გამოეხმაურა ექსპრემიერი ბიძნა ივანიშვილი ადამინის უფლებათა ევროპული სასასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილი წინასწარი პატიმრობის შესახებ საქმეზე.

ივანიშვილის თქმით, მას თავის დროზე მერაბიშვილის იმ განცხადებისათვის, რომელიც  საკნიდან გაყვანასა და მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრას ეხებოდა, შესაბამისი ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა მაშინაც და ახლაც თვლის, რომ ეს ბრალდება ღიმილის მომგვრელია. მერაბიშვილი ფარცხალაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა.

“რადგან კითხვები არის, უნდა გამოიძიონ. რატომ არ გამოიძიეს ადრე, აქ არის კითხვა”, – თქვა ივანიშვილმა.

მან ასევე უპასუხა ჟრნალისტის შეკითხვას, არის თუ არა ოთარ ფარცხალაძე მისი მეგობარი:

“ფარცხალაძე არ არის [ჩემი მეგობარი]. ხშირად ვერ ვხვდებით. ჩემი ბერა გახლავთ მაგის შვილიშვილის ნათლია, როგორც მე ვიცი”, – თქვა ექსპრემიერმა.

უნდა შეიწყალოს თუ არა მერაბიშვილის პრეზიდენტმა? ივანიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე მას თავისი პოზიცია არ აქვს:

 

“მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ის, რაც თქვა მერაბიშვილმა [საკნიდან გაყვანის თაობაზე], მაგრამ მოსამართლემ ეს საყურადღებოდ მიიჩნია. როგორც აზვიადებთ, რომ პოლიტიკური პატიმარია… მსგავსი რამ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის. არც ეჭვს არ იწვევს მერაბიშვილის პატიმრობა იმ გამონათქვამებში და ნუ დაამახინჯებთ ამას. ყურადღება ექცევა იმას, რომ ეს ეპიზოდი უნდა გამოძიებულიყო და ალბათ ახლა მაინც მოახერხებენ გამოძიებას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი