დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება

შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დღეს გაიხსნება.

ფორუმს, რომელიც 25–დან 29 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გახსნის.

ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა. როგორც ოფიციალურ ვებ–გვერდზეა აღნიშნული, ფორუმს წელს 2 600-მდე პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და მეცნიერი დაესწრება. მათ შორის იქნება 40 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.

წლევანდელი ფორუმის თემაა “დიდი ტრანსფორმაცია: ფორმირების ახალი მოდელები” (The Great Transformation: Shaping New Models )

წელს ღონისძიება 42–ედ იმართება, შარშან ფორუმს 100 ქვეყნის 2 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.