სტამბულში “რადიოჰედის” ფანების მხარდამჭერი აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს

თურქეთში, სტამბულში საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადები გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ბრიტანული ბენდის, რადიოჰედის ფანები და მხარდამჭერები, რომლებიც 18 ივნისს ჩაშლილ კულტურულ ღონისძიებას უცხადებნენ მხარდაჭერას. ფანები ბრიტანული ბენდის “რადიოჰედის” ახალი ალბომის მოსასმენად შეიკრიბნენ, როდესაც მუსიკალურ მაღაზიაში 20-მდე პირი შეიჭრა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდამსხმელთა თქმით, რამადანის დროს მსგავსი ღონისძიების ჩატარება არ შეიძლება.

Here’s one of your fans got beaten by the fascists. This is just happened an hour ago. @radiohead pic.twitter.com/8Gu2HylISj

— emancipatedcity (@emancipatedcity) June 17, 2016

აქციის მონაწილეები კი შემთხვევის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ და მისგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვდნენ.

სტამბულში პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზით დაარბია. ფოტო: EPA/SEDAT SUNA