საფრანგეთმა სომხების გენოციდის უარყოფა აკრძალა

საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ 127 ხმით 86-ის წინააღმდეგ მიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში აიკრძალა სომხების გენოციდის უარყოფა. კანონდამღრვევი ერთლიანი პატიმრობითა და ჯარიმის – 45 ათასი ევროს გადახდით დაისჯება.

გასული წლის 22 დეკემბერს აღნიშნული კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამაც დაამტკიცა. ფაქტს უკვე მოჰყვა უარყოფითი რეაქციები თურქეთის მხრიდან. ისინი საფრანგეთის შესაბამის საპასუხო ქმედებას ჰპირდებიან.