ინგლისურის პედაგოგები ბრიტანეთში გაემგზავრებიან

ინგლისური ენის პედაგოგები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან.

21 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ქალაქ ნოთინგჰემის  New College Nottingham-ში კვალიფიკაციის ასამაღლებლად სულ 17 მასწავლებელი გაემგზავრება.

პედაგოგები იქნებიან როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან და ისინი მაკმილანის სახელმძღვანელოების შემოღებასთან დაკავშირებით ახალი სტანდარტების დანერგვაში მოემზადებიან. ტრენინგებზე საუბარი იქნება სწავლების თანამედროვე მეთოდებზეც.