თანამედროვე ნორვეგიულ ენაზე ბიბლიის ახალი თარგმანი ბესტსელერი გახდა.
ბიბლიიის ახალ ტექსტზე 30 მთარგმნელზე მეტი მეცნიერი და ლიტერატორი 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ბიბლიური საზოგადოების შეფასებით, მკითხველისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ნათარგმნი ბიბლიის ენა ბევრად გასაგებია. ამასთან, მათივე თქმით, მის ძველბერძნულ და ძველებრაულ ორიგინალებთან სიზუსტე მაქსიმალურად არის შენარჩუნებული.