ლავროვმა კონფერენციაზე შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხისთვის რუსეთისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს.
ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, სადაც პრეზიდენტმა გეორგიევსკის ტრაქტატს რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირველი შემთხვევა უწოდა.
,,მე თავიდან გამეცინა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ალბათ ამას ასწავლიან ქართველ ბავშვებს სკოლებში. ეს საშინელებაა, როდესაც ერთობლივი ისტორიის ნაწილი, მაშინ, როდესაც საქართველომ რუსეთის საახით მფარველი იპოვა, რათა აგრესიული მეზობლებისგან გადარჩენილიყო, მეორე მხრიდან აღიქმება, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია,” – განაცხადა კონფერენციზე ლავროვმა.
