საპარლამენტო კომიტეტებმა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის კანდიდატებს მოუსმინეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ორ კანდიდატს მოუსმინეს. კომიტეტებმა მხარი კვლავ თამარ ქალდანის კანდიდატურას დაუჭირეს. ქალდანი ამჟამადაც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორია.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის რვა წევრმა მხარი თამარ ქალდანის კანდიდატურას დაუჭირა, ხოლო ოთხმა წევრმა ნიკოლოზ ლეგაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შვიდმა წევრმა თამარ ქალდანს დაუჭირა მხარი. ნიკოლოზ ლეგაშვილის წინააღმდეგ წინააღმდეგ ხმა ამ კომიტეტიდანაც ოთხმა დეპუტატმა მისცა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატად სპეციალურმა კომისიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა, 25 მაისს მთავრობის მეთაურს ორი კანდიდატი წარუდგინა.