პრეზიდენტის პასუხი აქციის მონაწილეებს

16 იანვარს მოქალაქეების ნაწილმა, რომელთა შორისაც სვანეთის მცხოვრებლებიც იყვნენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. ისინი სვანეთში, მესტიის ცენტრში, დადგმულ თამარ მეფის ქანდაკებას აპროტესტებდნენ და პრეზიდენტს მის აღებას თხოვდნენ.

აქციის დროს პრეზიდენტი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა – პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ამ დროს მიხეილ სააკაშვილი  სვანეთში იყო მუსიკოს ნიაზ დიასამიძესთან ერთად, ათვალირებედნენ მესტიაში მიმდინარე სამუშაოებს და  თამარ მეფის ძეგლსაც. “ძველ ქართულ სტილშია გადაწყვეტილი”, – ამბობს სააკაშვილი ძეგლის შესახებ.   პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პიაცა მალე მესტიაშიც მოეწყობა. ვიდეო, რომელიც პრეზიდენტის სვანეთში ვიზიტს ასახავს, დასათაურებულია, როგორც “აღმშენებლობა სვანეთში”.